“ქართული ოცნება” პარლამენტის დასუსტებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს - არასამთავრობოები

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის დეპუტატებისთვის უფლებამოსილების უკანონოდ ვადაზე ადრე შეწყვეტა საგანგაშო ნიშანია, რომლის მიზანი შესაძლოა ოპოზიციის დასუსტება და შედეგად, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის არასრულფასოვნად განხორციელება იყოს - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" და "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ერთობლივ განცხადებაში.

მესამე სექტორი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას და საკითხი გადაწყვიტოს ქვეყნის ინტერესებიდან და პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე.

ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს საკანონმდებლო ორგანოს, დაიწყოს მსჯელობა პარტიების მიერ ე.წ. ჩახსნილი სიების აღდგენის შესაძლებლობაზე, რაც პოლიტიკური კრიზისის თავიდან არიდებას დაეხმარება.

არასამთავრობოების განცხადება

7 თებერვალს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა "ლელოს" ლიდერისთვის, ბადრი ჯაფარიძისთვის, ასევე "ლეიბორისტების" ლიდერის, შალვა ნათელაშვილისა და "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიასთვის  სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი