ვინ არიან ადამიანები, რომლებმაც დღეს გორში ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს კონტრაქცია მოუწყვეს? - "მთავარმა" გაარკვია, რომ ყველა მათგანი "ქართული ოცნების" აქტივისტების რიგებში ირიცხება და ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციებშიც არის დასაქმებული.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ კონტრაქციას გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მარლენ ნადირაძე ხელმძღვანელობდა.
ცნობილია სხვა მონაწილეების ვინაობაც - იულია მთიულიშვილი, გიორგი ქველიძე, გენადი მთიულიშვილი.
კონტრაქციის მონაწილეები ამბობენ რომ "იქვე ცხოვრობენ", "შემთხვევით გაიარეს" და დაინახეს შეკრებილი ხალხი.
აქციაზე, სადაც მოსახლეობა გაძვირებულ ტარიფებსა და ფასებს აპროტესტებდა, "ოცნების" პარტაქტივი მივიდა და 9 წლის წინანდელი, 9 წლიანი მმართველობა შეახსენა - "ჩვენ ვართ იდეინი ახალგაზრდები" - ამბობდნენ კონტრაქციის მონაწილეები.