პარლამენტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს დაიწყება

გამოქვეყნდა:

პარლამენტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატებთან გასაუბრება იწყება. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დღეს დეპუტატების კითხვებს ლელა ჯანაშვილი და თამარ ალფაიძე უპასუხებენ, რომლებიც პრემიერმა შეარჩია.

"მთავარის" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" რჩეული ლელა ჯანაშვილია, რომელსაც მმართველი გუნდის მხარდაჭერა ექნება.

წინასწარ უკვე ცნობილია სახალხო დამცველის პოზიცია. ომბუდსმენის აპარატში მიაჩნიათ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად ახალი კონკურსი უნდა გამოცხადდეს, რადგან შერჩეული კანდიდატები​ კვალიფიციურები არ არიან.

რაც შეეხება ხელისუფლების ოპონენტებს, როგორც ისინი ამბობენ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის მაგივრად ორი ახალი სამსახურის შექმნა მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ ლონდა თოლორაიას უწყების შეფასება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ობიექტური იყო.

"იმის გამო, რომ მათ ობიექტური შეფასება გააკეთეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ადგნენ და დაჩეხეს ეს ორგანიზაცია, ახლა ორი სხვადასხვა სტრუქტურა შეიქმნება, სადაც ყურმოჭრილ ადამიანებს დასვამენ", - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ.

ამავე თემაზე:

ლონდა თოლორაიას შემცვლელად პრემიერის მიერ წარდგენილი კანდიდატები სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ - "უფლებები საქართველო"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი