იმის გამო, რომ მათ [სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა] ობიექტური შეფასება გააკეთეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ადგნენ და დაჩეხეს ეს ორგანიზაცია. ახლა ორი სხვადასხვა სტრუქტურა შეიქმნება, სადაც ყურმოჭრილ ადამიანებს დასვამენ. ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი მოქალაქეების, ქვეყნის და კიდევ ერთი ნაბიჯია ძალაუფლების უზურპირებისა. დღეს არ დარჩა არცერთი სახელმწიფო დაწესებულება, გარდა სახალხო დამცველისა, რომელიც არ იმართება "ქართული ოცნების" მიერ.
თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ.