
ქობულეთის მერიასთან ხმაურია - ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, რომელიც მერს ოპოზიციონერი დეპუტატებისგან "იცავს".
ოპოზიციას კითხვები კომპანია "კრისტალ ბილდინგთან" დაკავშირებით აქვს. მათი თქმით, კომპანია ვალდებულებებს არ ასრულებს და ზღვისპირა ზოლში უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს.
"კომპანიას რომელმაც ყველა პირობა დაარღვია საკრებულომ დამატებით გადასცა ზღვის პირას საუკეთესო ნაწილი, თითქოს ის ქობულეთელებისთვის გააკეთებდა ზღვაზე გადასასვლელს და საპარკინგე სისტემას, მილიონი ლარის ინვესტიციას. რა თქმა უნდა, ჩვენ კომპანიამ მოგვატყუა, დაარღვია პირობა და იმ ნაწილში, სადაც კონკრეტული ინფრასტრუქტურა უნდა გაკეთებინა, უკანონო მშენებლობა დადგა, რომელზეც მუნიციპალიტეტს რეაგირება არ აქვს", - ამბობს ენმ-ის წევრი, ბონდო თედორაძე.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ოპოზიციას პოლიცია ქობულეთის მერიაში შესვლის საშუალებას არ აძლევს. ხმაური და დაპირისპირება იყო ადგილზე რამდენიმე დღის წინაც: