იმედი მაქვს, რომ გაზაფხულდება 1-ელი მარტიდან, აღარ იქნება სიძულვილის ენა და იქნება ბევრი სიყვარული - ალფაიძე გასაუბრებაზე

გამოქვეყნდა:

ვინ უხელმძღვანელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს? - ხელმძღვანელის კანდიდატებთან გასაუბრება დასრულდაადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დეპუტატების კითხვებს თამარ ალფაიძემ უპასუხა.

მან სხდომაზე, იმედი გამოთქვა, რომ 1-ლი მარტიდან გაზაფხულდება:

„იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს თავის გადაწყვეტილებას, თუმცა, იმის იმედი უფრო მაქვს, რომ ინსტიტუციურ საკითხს უფრო დავალაგებ მომავალში და გაზაფხულდება 1-ელი მარტიდან. მე იმედი მაქვს, რომ გაზაფხულდება 1-ელი მარტიდან მთელ საქართველოში, აღარ იქნება სიძულვილის ენა და იქნება ბევრი სიყვარული." განაცხადა თამარ ალფაიძემ.

​დღეს კომიტეტზე მეორე კანდიდატის - ლელა ჯანაშვილის გასაუბრებაც გაიმართა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, სწორედ ჯანაშვილია "ქართული ოცნების" რჩეული.

კომიტეტში გამართული კენჭისყრის პროცედურის შედეგად, ლელა ჯანაშვილს 7-მა, ხოლო თამარ ალფაიძეს 2 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატურებთან დაკავშირებით მსჯელობა პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება და კენჭისყრით გადაწყდება, რომელი მათგანი დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას.

​პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურები სამსახური სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შედეგად ყალიბდება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი