
Bloomberg-ის ინფორმაციით, 2021 წელს ბრიტანეთის ეკონომიკა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სწრაფი ტემპით გაიზარდა
როგორც გამოცემა წერს, ეკონომიკის 7.5%-იანი ზრდით, დიდი ბრიტანეთი გასულ წელს ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანა გახდა. ვარაუდობენ, რომ ბრიტანეთი ეკონომიკის ზრდის ტემპით წელს კვლავ გაუსწრებს G7-ის სხვა ქვეყნებს.
2020 წელს, პანდემიის გამო დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა 9.4%-ით შემცირდა:
“ჩვენი მხარდაჭერის პაკეტისა და სწორი გადაწყვეტილებების წყალობით, ეკონომიკა საოცრად მდგრადი აღმოჩნდა”,- განაცხადა ხაზინის კანცლერმა, რიში სუნაკმა.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთი ჯერ კიდევ არ დაბრუნებია პანდემიამდელი წარმოების დონეს.