"ამ განცხადებაში ახალი არაფერია" - კულება ბაიდენის მოწოდებაზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აშშ- ს პრეზიდენტს დღეს ახალი არაფერი უთქვამს. დმიტრო კულება გამოეხმაურა ჯო ბაიდენის იმ განცხადებას, რომელშიც პრეზიდენტი ამერიკელებს უკრაინის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს.

"ამ განცხადებაში ახალი არაფერია. ჩვენ ვიცით შეერთებული შტატების პოზიცია, რომელმაც უკვე გააკეთა ასეთი განცხადებები. დაიწყო ოჯახის წევრების და საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია. შესაბამისად, ეს განცხადება არ მიუთითებს სიტუაციის რადიკალურ ცვლილებაზე" - განაცხადა კულებამ.

რუსეთი შეიძლება ნებისმიერ დროს შეიჭრას უკრაინაში, მათ შორის ოლიმპიადის მიმდინარეობისას - ეს განცხადება კი მოგვიანებით სახელმწიფო მდივანმა, ტონი ბლინკენმა ავსტრალიაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი