ბათუმში, მათე ფუტკარაძის წარდგენის შემდეგ, ინციდენტი მოხდა. ადგილობრივებმა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელი ამოიცნეს, რომელიც მათი თქმით, ოპოზიციის პარტიულ ღონისძიებაზე მისულ ხალხს, ფარულად ფოტოებს უღებდა.
პოლიციელს მოსახლეობამ ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვა. "მთავარი არხის" ადგილობრივი კორესპონდენტს სამართალდამცველმა უთხრა, რომ დღეს მისი არასამუშაო დღეა და იმ ადგილას მეგობარს ელოდებოდა, რა შეეხება ფოტოების გადაღებას, ის ამ ფაქტს საერთოდ უარყოფს.
ენმ-მ შუალედური არჩევნების კანდიდატად დრეს, გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის შვილი წარადგინა.