ჩვენთვის დიდი ტრაგედია იყო მამის გარდაცვალება. მაგრამ მე დღეს, ამ ცხოვრებაში ვამაყობ მისით - მათე ფუტკარაძე, რომელიც ენმ-მ დღეს შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა, ამბობს, რომ პოლიტიკაზე არასდროს უფიქრია:
არასდროს მიფიქრია პოლიტიკაში მოსვლა მაგრამ, დღევანდელმა მოცემულობამ, დღევანდელმა უსამართლობამ გადამაწყვეტინა - ამბობს ფუკტარაძე.
შუალედური არჩევნები 2 აპრილს ჩატარდება. მათე ფუტკარაძე კენჭს იყრის იმ ოლქში, რომელშიც მისი მამა, ნუგზარ ფუტკარაძე იყრიდა და მოიგო კიდეც.