ჟირინოვსკი მართვით სუნთქვაზეა | როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

გამოქვეყნდა:

ვლადიმერ ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის ჟანგბადის აპარატის დახმარებით სუნთქავს. ინფორმაციას რუსული მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ მის დასახმარებლად, კლინიკაში მყოფი ექიმები ვიდეო-კონსულტავიებს სხვა რუს ექიმებთანაც მართავენ. 

11 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრებმა რუსეთის პატრიარქ კირილს დახმარებისთვის მოუხმეს.

მანამდე, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჟირინოვსკი ახლობლებს ვეღარ ცნობდა. 

მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი ექიმები მას ვერ შველოდნენ და მისი საზღვარგარეთის კლინიკაში გადაყვანაც იგეგმებოდა. განიხილებოდა მისი ისრაელის ან გერმანიის კლინიკაში მოთავსება. 

ის საავადმყოფოში კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებით, ორმხრივი პნევმონიითა და ფილტვის 75%-იანი დაზიანებით რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებას ის 2 კვირის განმავლობაში მალავდა. 

რუსული მედიის ცნობით, 2 წლის განმავლობაში, ჟირინოვსკი რუსული "სპუტნიკით" რვაჯერ აიცრა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი