ბოლო 24 საათში, საქართველოში, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათში, საქართველოში, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გამოჯანმრთელდა ერთი პირი და ჯამში მათი რაოდენობა 703-ს შეადგენს. 

ამ დროისთვის, ქვეყანაში კოვიდ 19-ის 851 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც გარდაცვლილი 14-ია.

კორონავირუსით მე-14 პაციენტი, 68 წლის კაცი გუშინ გარდაიცვალა.  ის ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერიდან იყო. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა, ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი