"ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ოცნება, რომელსაც ასრულება არ უწერია" | კობახიძე გომელაურის ჩანაცვლებაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ლიდერი, ირაკლი კობახიძე შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ანზორ ჩუბინიძით ჩანაცვლებაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

კობახიძე ამბობს, რომ ეს "ნაციონალური მოძრაობის" "ოცნებაა", და ასრულება "არ უწერია"

"რაც შეეხება ვახტანგ გომელაურს, ეს არის სპეკულაციები და უფრო მეტიც ეს არის ნაციონალური მოძრაობის ოცნება, რომელსაც არ უწერია ასრულება", - ამბობს ირაკლი კობახიძემ. 

"მთავარის" ინფორმაციით, ღარიბაშვილის კაბინეტში სამთავრობო გადალაგებები არ დასრულებულა. წყაროს ცნობით, ვახტანგ გომელაური შსს-დან ისევ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ინაცვლებს. მას კი ქვეყნის პირველი პოლიციელის თანამდებობაზე სავარაუდოდ ანზორ ჩუბინიძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ჩაანაცვლებს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი