ნიდერლანდური ავიაკომპანია უკრაინის მიმართულებით ფრენებს აჩერებს 

გამოქვეყნდა:

ნიდერლანდური ავიაკომპანია KLM უკრაინის მიმართულებით ფრენებს აუქმებს - ინფორმაციას ავიაკომპანია ავრცელებს. 

კიევის მიმართულებით ფრენა დღეს საღამოს იყო დაგეგმილი, თუმცა ის უკვე აღარ შესრულდება. კომპანიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება უსაფრთხოების მდგომარეობის სიღრმისეული ანალიზის შედეგია და დაზუსტებული არაა როდიდან განახლდება ფრენები.

"ეს გადაწყვეტილება მოგზაურობის შესახებ წითელი ფერის გაფრთხილებისა და უსაფრთხოების სიღრმისეული ანალიზის შედეგია." - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარეკო ამბობს, რომ ხვალ კიევის დროით, 16:00 საათიდან უკრაინის ცის თავზე საჰაერო მიმოსვლა შეწყდება. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი