საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი, დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა - Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ინფიცირებულების რაოდენობა, ამ დროისთვის, 864-ს შეადგენს.
მათივე ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა ერთი პირი და ჯამში მათი რაოდენობა 703-ია.
კორონავირუსით მე-14 პაციენტი, 68 წლის კაცი გუშინ გარდაიცვალა. ის ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერიდან იყო.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის თქმით, პაციენტი კლინიკაში ოთხ აპრილს სეფსისის ცენტრიდან გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, პირველივე დღიდან კრიტიკული იყო. პაციენტს, მისი თქმით, ფილტვის ქსოვილი მთლიანად დაზიანებული ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა, ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა.