ქურდობა 90-იანების სტილში - თამარაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს ავტომობილები გაქურდული დახვდათ

გამოქვეყნდა:

ქურდობა 90-იანების სტილში - თამარაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს, სახლებთან გაჩერებული ავტომობილები გაქურდული დახვდათ.


როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ ქურდობის შესახებ დილით შეიტყვეს, როცა სამსახურში წასასვლელად მანქანით სარგებლობა დასჭირდათ.


„მანქანა არ დაიქოქა. რომ შევამოწმე იყო გაძარცვული. დავრეკე პოლიციაში, მერე როგორც გავიგე, კიდევ იგივე მარკის ორი ავტომობილიც არის გაქურდული, აკუმულიატორი ამოცილეს,“-ამბობს დაზარალებული. 


ადგილობრივების განცხადებით, ამ ქუჩაზე ქურდობის მსგავსი ფაქტი პირველი არ არის. შს სამინისტროში მომხდარს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი