კაციტაძემ და გაგანიძემ 10-10 ხმა მიიღეს - პლენარულზე კენჭს ორივე კანდიდატს უყრიან

გამოქვეყნდა:

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რეკომენდაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარმოდგენილ ორივე კანდიდატს გაუწია.

კოკა კაციტაძეს მხარი დაუჭირა უმრავლესობის 10-მა დეპუტატმა, ხოლო ემზარ გაგნიძეს უმრავლესობის 9 დეპუტატმა და "ევროპელი სოციალისტების" წევრმა, ფრიდონ ინჯიამ.

ვინ გახდება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსი, საბოლოო გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი.

ორივე კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

შეგახსენებთ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმების შედეგად შეიქმნა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი