უკრაინა ისევ ომის ზღვარზე და მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრშია. მოსალოდნელი რუსული აგრესიის ფონზე, დღეს კიევში გერმანიის კანცლერი ჩავიდა, ოლაფ შოლცმა პრეზიდენტთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის ტერტორიული მთლიანობის მხრდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ვიდრე დასავლეთი ფეთქებადსაშიში ვითარების დიპლომატიური გზებით განმუხტვას ცდილობს, კრემლი კვლავ ზრდის აგრესიას და აგრძელებს სამხედრო ძალების მობილიზებას საზღვარზე და შავი ზღვის აკვატროიაში.
ამერიკის შეერთებული შტატები არ გამორიცხავს მოსკოვის მხრიდან სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობას. პენტაგონი დაზვერვის ინფომრაციაზე დაყრდნობით რუსულ სამხედრო საფრთხეს რეალურად მიიჩნევს და კრემლს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. უკრაინა კი ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის. ქვეყნის შეიარაღებული ძალები ოკუპანტ სახელმწიფოს შემოჭრის შემთხვევაში შესაბამისი პასუხით და დიდი დანაკარგით ემუქრებიან.
იხილეთ ასევე: