
შეერთებული შტატების ოფიციალური პირების ინფორმაციით, უკრაინის მახლობლად განლაგებულმა რუსულმა შენაერთებმა "თავდასხმის პოზიციაზე" განლაგება დაიწყეს. CBS ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ზოგიერთმა ჯგუფურად მდგომმა რუსულმა ქვედანაყოფმა, ის ადგილები უკვე დატოვეს, სადაც აქამდე იყვნენ განლაგებული.
აშშ-ში ეჭვობენ, რომ რუსეთი უკრაინაში კვირის ბოლოს შეიჭრება, თუმცა როგორს აშშ-ს ოფიციალური პირები ამბობენ, ჯერჯერობით კონკრეტულად უცნობია, თუ რა ფორმით განხორციელდება თავდასხმა.
14 თებერვალს გავრცელდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა. მისი ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში შესაძლოა, 16 თებერვალს შეიჭრას.
თეთრ სახლში ეჭვობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა, "ნებისმიერ დღეს" შეიჭრას. რამდენიმე ქვეყანამ თავიანთ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა და საელჩოებში თანამშრომლების რაოდენობა შეამცირა.
12 თებერვალს ბაიდენი-პუტინის სატელეფონო საუბარი გაიმართა, თეთრი სახლის განცხადებით, აშშ ყველანაირი სცენარისთვის მზად არის და უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ამერიკა და მისი მოკავშირეები რუსეთს "მძიმე საფასურს" დააკისრებენ.