რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ქმედება შესაძლოა, ნებისმიერ დღეს განახორციელოს - ჯეიკ სალივანი

გამოქვეყნდა:

"რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ქმედება შესაძლოა ნებისმიერ დღეს, ან ორიოდე კვირაში განახორციელოს, ან ამის ნაცვლად დიპლომატიური გზა აირჩიოს" - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა.

ჯეიკ სალივანის თქმით, თუ ომი დაიწყება, უკრაინას უზარმაზარი ადამიანური რესურსი დაუჯდება, მაგრამ რუსეთს სტრატეგიული საფასურის გადახდა მოუწევს. ამერიკა ოფიციალურ მოსკოვს აფრთხილებს - თუ რუსეთი მოწოდებებს არ გაითვალისწინებს, "ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის" პროექტი შეჩერდება.

"ჩვენ გავაძლიერეთ და დავამშვიდეთ ჩვენი მოკავშირეები აღმოსავლეთ ფლანგზე, გავაერთიანეთ დასავლეთი, ჩვენ მატერიალური მხარდაჭერა გავუწიეთ უკრაინას, პრეზიდენტ ბაიდენის ყველა მიმართულებას და ჩვენ ასევე შევთავაზეთ რუსეთს დიპლომატიური გზა, თუ ისინი ამას აირჩევენ",- ამბობს სალივანი. 

ბაიდენის მრჩეველი "FOX- თან" ინტერვიუში იმასაც აღნიშნავს, რომ აშშ მოკავშირეებთან ერთად ცდლობს, უკრაინას დაეხმაროს, რათა საკუთარი თავის დასაცავად, საუკეთესო მდგომარეობაში იყოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი