სამგორის გამგეობაში ხმაური იყო - აფრიკის დასახლებაში მცხოვრებლები იქ აქციას დღესაც გამართავენ

გამოქვეყნდა:

ხმაური იყო გუშინ სამგორის გამგეობასთან, სადაც  აფრიკის დასახლების მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები თბილისის მერ, კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათ სურს მერიამ საცხოვრებლების დემონტაჟთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეცვალოს.

მოქალაქეებს გამგეობის შენობის შესასვლელი პიკეტირებული ჰქოდნათ, მოგვიანებით კი სამართალდამცავებმა მათ ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

სახლების დანგრევის მოლოდინში მოქაალქეები საპროტესტო აქციას სამგორის გამგეობასთან დღესაც გამართავენ.

შეგახსენებთ, 11 თებერვალს თბილისის მერიამ განაცხადა, რომ ე.წ. აფრიკის დასახლებაში გამოავლინეს რამდენიმე შენობა, რომელიც მერიის თქმით, უკანონოდ არის აშენებული და მათ დემონტაჟს განახორციელებდნენ. საცხოვრებლის დანგრევას კიდევ 4 ოჯახი ელოდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი