შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული დ.ს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქუთაისში დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი, სხვადასხვა დროს, რამდენიმე მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - ჯამში დაახლოებით 50 000 ლარს თაღლითურად დაეუფლა",- ვკითხულობთ განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით თაღლითობას გულისხმობს.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.