კომპანია "თბილისი ენერჯიში" დღეს დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ბინაში რემონტი მიმდინარეობდა. კომპანიის წინასწარი ინფორმაციით, საქმე დაუდევრობასთან გვაქვს.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავებული ბინის მეპატრონე კი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
აფეთქების მიზეზის დასადგენად ადგილზე ექსპერტები მუშაობენ.
"დაზუსტებულია, რომ ბინაში რემონტი მიმდინარეობდა. წინასწარი ინფორმაციით საქმე გვაქვს დაუდევრობასთან და დანადგარების თვითნებურ დემონტაჟთან, ან გადაადგილებასთან",- ვკითხულობთ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ვრცელი განცხადება მოგვიანებით გავრცელდება.
ამავე თემაზე: