"ვნახავთ და მერე დავიჯერებთ" - კულება რუსული ჯარის ნაწილის გასვლაზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსული ჯარების გაყვანის შესახებ ნანახ ფაქტებს უფრო დაუჯერებს, ვიდრე განცხადებებს - დმიტრო კულება ამით გამოეხმაურა რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბელარუსში დასრულებული წვრთნების შემდეგ, სამხედროები უკრაინის საზღვრიდან დისლოკაციის ადგილს უბრუნდებიან.

"რუსეთის ფედერაციიდან მუდმივად ისმის სხვადასხვა განცხადებები, ამიტომ ჩვენ უკვე გვაქვს წესი - არა მოვისმენთ და დავიჯერებთ, არამედ ვნახავთ და მერე დავიჯერებთ" - ამბობს კულება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, სამხედრო წვრთნების დასრულების მოახლოების პარალელურად სამხედრო ნაწილები მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დასაბრუნებლად ემზადებიან. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი