რუსეთში აცხადებენ, რომ ბელარუსში წვრთნების შემდეგ, სამხედროების ნაწილის გაყვანას იწყებენ

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, სამხედრო წვრთნების დასრულების მოახლოების პარალელურად სამხედრო ნაწილები მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დასაბრუნებლად ემზადებიან. 

მისი თქმით, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქის ნაწილებმა უკვე დაიწყეს მანქანების დატვირთვა და მათი გადაადგილების პროცესი სამშაბათს, 15 თებერვალს დაიწყება. 

რუსეთის ცნობითვე, ბელარუსში მიმდინარე სამხედრო წვრთნების ბოლო ეტაპს სხვა ქვეყნის სახელმწიფოების საელჩოების სამხედრო ატაშეები დააკვირდებიან. ბოლო ეტაპის ღონისძიება 19 თებერვალსაა ჩანიშნული.

რუსეთმა ბელარუსში ერთობლივი სამხედრო წვრთნები 10 თებერვალს დაიწყო. პარალელურად მას უკრაინის საზღვრებთან 100 000-ობით ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული. ესკალაციის შემთხვევაში დასავლეთი მოსკოვს მკაცრი სანქციებით ემუქრება.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არსებული ინფორმაციით, რუსეთი უკრაინას თავს 16 თებერვალს დაესხმება. მისი თქმით, უკრაინა დღეს უფრო ძლიერია ვიდრე ოდესმე და დანებებას არ აპირებენ.  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი