არ აღიაროთ დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა - რადას მიმართვა საერთაშორისო საზოგადოებას

გამოქვეყნდა:

უმაღლესმა რადამ მიმართა გაერო-ს, ევროკომისიას, ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, ნატოს საპარლამენტო ასამბლეას, მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს თვითგამოცხადებული ერთეულების დამოუკიდებლობის არაღიარების თაობაზე.

საუბარია დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დროებით ოკუპირებული ტერიტორიებზე.

დოკუმენტის ტექსტის მიხედვით, უმაღლესი რადა კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობის აღიარების ნებისმიერ მცდელობას. უკრაინის პარლამენტი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, არ აღიაროს რუსეთის ფედერაციის შესაძლო გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხება ამ სუბიექტების დამოუკიდებლობას.

ამასთანავე, უმაღლესი რადა მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს დაადასტურონ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და მისი ხელშეუხებლობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მკაცრად დაგმონ რუსეთის ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს სიტუაციის გაუარესებას ზოგადად მსოფლიოში და კონკრეტულად უკრაინაში.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი