რუსეთის დუმა ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების მოთხოვნით პუტინს მიმართავს

გამოქვეყნდა:

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის დუმის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს, რუსეთის პრეზიდენტისთვის ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების მოთხოვნით მიმართვას.

გადაწყვეტილებას მხარი 351-მა დეპუტატმა დაუჭირა, 16 კი წინააღმდეგი იყო, ხოლო ერთმა დეპუტატმა თავი შეიკავა.

ამასთან, სახელმწიფო დუმამ მხარი არ დაუჭირა რეზოლუციის ალტერნატიულ პროექტს, რომლის მიხედვითაც მიმართვის ტექსტი საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა გაეგზავნოს კონსულტაციებისთვის.

როგორც სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა აღნიშნა, რეზოლუციას „მყისიერად მოეწერება ხელი და გაეგზავნება სახელმწიფოს მეთაურს“.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი