"ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, მისი სადეპუტატო მანდატის უფლებამოსილების შეწყვეტა მიტაცებული სახელმწიფოს შედეგია და გადაწყვეტილება უსამართლო, უკანონო და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოა.
ჯაფარიძის თქმით, ის გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
"ეს მეორედ ხდება ჩემს პოლიტიკურ ცხოვრებაში. პირველად სადეპუტატო უფლებამოსილება სახელმწიფო გადატრიალებამ შემიწყვიტა, ახლა მიტაცებულმა სახელმწიფომ. ეს არის შედეგი, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, სახელმწიფო არის მიტაცებული, შესაბამისად, გადაწყვეტილება, რაც მიიღება, არის უკანონო, უსამართლო, ჩვენი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო" -თქვა ბადრი ჯაფარიძემ.