შუალედურ არჩევნებში, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე იქნება. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ, პარტია "ლელოს" საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
როგორც მამუკა ხაზარაძემ თქვა, ეს პარტიის გადაწყვეტილებაა.
"ჩვენი პარტიის გადაწყვეტილებით, ბადრი ჯაფარიძე იქნება წარდგენილი რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად შუალედურ არჩევნებში, იმისთვის, რომ დავუმტკიცოთ, რომ ძალა არის ხალხის ხელში", - განაცხადა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა.