კასპში, სამტრედიასა და ოზურგეთში, მოქალაქეები გაძვირებულ გადასახადებსა და მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" ხალხს სხვა გზა არ დაუტოვა და ქუჩაში გამოსვლაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს. მათივე თქმით, ხელისუფლებაში მმართველი გუნდი სულ სხვა დაპირებებით მოვიდა, თუმცა სინამდვილეში, მოქალაქეებს ცხოვრება გაუძვირდათ.
შეკრებილებს თან აქვთ ბანერები წარწერით - "77 000 ბავშვი ყოველდღიურად შიმშილობს", "გადამგდები მთავრობა", "ქართული ოცნება აღარიბებს".
აქციის მონაწილეების აზრით, ერთადერთი, რაც მდგომარეობას გამოასწორებს, პოლიტიკური ცვლილებებია.
ცნობისთვის, კასპში მიმდინარე აქციაზე ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. ადგილზე მისულ მოქალაქეებს "ქართულმა ოცნებამ" ისევ პარტაქტივი მიუგზავნა.