რუსთავის მოსახლეობა უარს ეტყვის პარლამენტში ისეთი ადამიანების მოხვედრას, რომელთაც კრიმინალთან აქვს შეხება - მიქანაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი მიქანაძე დარწმუნებულია, რომ რუსთავის მოსახლეობა ბადრი ჯაფარიძეს ხმას არ მისცემს და უარს ეტყვის. მიქანაძე ამტკიცებს, რომ სასამართლომ ჯაფარიძის დანაშაული დაადგინა:

ამ ადამიანმა საზოგადოებას დაანახა თავის თავი როგორც ერთ ერთი პარტიის ლიდერმა, მაგრამ ადამიანმა, რომელმაც კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა და ეს დანაშული სასმართლომ დაადგინა. შესაბამისად, პირდაპირ გეუბნებით, რომ რუსთავში, რუსთავის მოსახლეობა ხაზგასმით უარს ეტყვის პარლამენტში ისეთი ადამიანების მოხვედრას, რომელთაც კრიმინალთან აქვს შეხება" - ამბობს გივი მიქანაძე.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ბადრი ჯაფარიძეს "ოცნების" პარლამენტმა დეპუტატის მანდატი შეუწყვიტა, "ლელომ" ის რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა.  მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილებას კი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი