"ნაბიჭვრებო...ნაციონალების ბო***ებო" - კასპში, "ოცნების" პარტაქტივი გამოაშკარავების შემდეგ, "მთავარის" ჟურნალისტს დაუპირისპირდა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" ტრადიციას არ ღალატობს და ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური ფონის გამო, ქუჩაში გამოსულ მშვიდობიან მოქალაქეებს საკუთარ პარტაქტივს უპირისპირებს.  

"მთავარმა" დღეს ყველა იმ პირის იდენტიფიცირება შეძლო, რომლებიც კასპის მერიასთან შეიკრიბნენ და "ნაციონალური მოძრაობის" აქციის ჩაშლა სცადეს.  

ესენი არიან: ნატო ცინცაძე - "ქართული ოცნების" კოორდინატორი და სოფელ თეზის საბავშვო ბაღის თანამშრომელი; გიული ყოჩიშვილი - "ოცნების" კოორდინატორი;

ნაირა მჭედლიშვილი - "ქართული ოცნების" კოორდინატორი მიქელწყაროში​; გოჩა გურასპაშვილი - "ქართული ოცნების" კოორდინატორი ასევე მიქელწყაროში;

​ვასილ კელაპტრიშვილი - "ოცნების" კოორდინატორი ზემო ხანდაკში; ილია ნონიაშვილი - კასპის მერიის თანამშრომელი; ვაჟა ოხანაშვილი - "ოცნების" აქტივისტი დოესში; ბაჩანა ხარატიშვილი - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შვილი;

მათი ნაწილი ე.წ. ცოცხების აქციის აქტიური მონაწილეა.

ერთ-ერთი მონაწილე გამოაშკარავების შემდეგ, "მთავარი არხის" ჟურნალისტის დაუპირისპირდა, მიკროფონის წართმევით დაემუქრა და გალანძღა. ზოგიერთი კი სახინკლეშიც ეპატიჟებოდა.

დეტალები "მთავარში" 15 საათზე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი