"მთავარმა" დღეს ყველა იმ პირის იდენტიფიცირება შეძლო, რომლებიც კასპის მერიასთან შეიკრიბნენ და "ნაციონალური მოძრაობის" აქციის ჩაშლა სცადეს.
ესენი არიან: ნატო ცინცაძე - "ქართული ოცნების" კოორდინატორი და სოფელ თეზის საბავშვო ბაღის თანამშრომელი; გიული ყოჩიშვილი - "ოცნების" კოორდინატორი;
ნაირა მჭედლიშვილი - "ქართული ოცნების" კოორდინატორი მიქელწყაროში; გოჩა გურასპაშვილი - "ქართული ოცნების" კოორდინატორი ასევე მიქელწყაროში;
ვასილ კელაპტრიშვილი - "ოცნების" კოორდინატორი ზემო ხანდაკში; ილია ნონიაშვილი - კასპის მერიის თანამშრომელი; ვაჟა ოხანაშვილი - "ოცნების" აქტივისტი დოესში; ბაჩანა ხარატიშვილი - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შვილი;
მათი ნაწილი ე.წ. ცოცხების აქციის აქტიური მონაწილეა.
ტრადიციულად ყველა მათგანი აგრესიული იყო და ჟურნალისტებს ემუქრებოდა