
ატეხავენ ზეიმს, შამპანურებს გახსნიან და ყოველთვის ვეუბნები, ითარსებით რა, გაჩერდით რა - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, რომან გოცირიძე ეროვნული ვალუტის ვარდნას.
მისი თქმით, მსოფლიოს 200 ქვეყნიდან საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა 180 ქვეყანაზე უარესია.
"ლართან დაკავშირებით ატეხავენ ზეიმს, შამპანურებს გახსნიან და ყოველთვის ვეუბნები, ითარსებით რა, გაჩერდით რა...აცალეთ ლარს, თქვენს გარეშე იქნებ მართალა გამყარდეს... რაც გვინახავს იმას ვნახულობთ ყოველთვის" - ამბობს რომან გოცირიძე
რამდენიმეკვირიანი გამყარების შემდეგ, ეროვნული ვალუტა ბოლო დღეებია ისევ უფასურდება. გუშინ, 15 თებერვალს, 1 აშშ დოლარის ღირებულება ისევ 3 ლარს ასცდა.