
უკრაინაში, ერთობის დღეს საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე" წერს:
"საქართველოსათვის, როგორც ქვეყნისათვის, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, უკრაინის ეროვნული ერთობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამჟამინდელი მძიმე გამოწვევების ფონზე. ჩვენ ვდგავართ უკრაინასთან ერთად." წერს ზურაბიშვილი.
რუსული სამხედრო აგრესიის მოლოდინში, პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივით, უკრაინაში დღეს ერთობის დღეა.