უკრაინელი ხალხის გზავნილი მსოფლიოს - 16 თებერვალი უკრაინის ერთიანობის დღეა. ათასობით ადამიანი დღეს ქალაქის ქუჩებსა და კიევის ცენტრალურ სტადიონზე შეიკრიბა და ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს, დროშის გადმოფენით ყველას დაანახა, რომ უკრაინა ერთიანია და რუსული აგრესიის შემთხვევაში ქვეყანას ერთიანად დაიცავენ.
უკრაინის ჰიმნი ისმოდა დღეს მთავრობის სახლთან, სადაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ერთიანობის დღე მთავრობის წევრებთან ერთად აღნიშნა.
კიევში გამართული ღონისძიების შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკი ბელარუს- უკრაინის საზღვართან - როვნოში გაფრინდა, საიდანაც ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ - მარიუპოლში ჩავა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მშვიდობიან აქციაში მიიღებს მონაწილეობას.
მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, დღეს ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად იდგა და რუსული აგრესიის წინააღმდეგ მსოფლიოს საკუთარ ერთიანობას აჩვენებდნენ.
დღესვე საგანგებო სხდომა გაიმართა უკრაინის საკანონდებლო ორგანოში, სადაც სიტყვით ლიეტუვის სეიმის დეპუტატები გამოვიდნენ და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს.
უკრაინის საზღვრებთან კი სიტუაცია კვლავ დაძაბულია. როიტერის ინფორმაციით, რუსული საოკუპაციო ჯარების ნაწილი ოკუპირებული ყირიმიდან გაყავს, ნაწილი კი ისევ ანექსირებულ ტერიტორიაზე ისევ რჩება.
გარდა ამისა, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბურ კიბერთავდასხმებს ახორციელებს.
ავტორი: რამაზ ხატიაშვილი