
ენმ ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს - ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა. მთავარი ოპოზიციური პარტია რუსთავში, შუალედურ არჩევნებზე, საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს.
რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი, „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააყენებს კანდიდატს და მხარს დაუჭერს ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში. ჩვენ ვიზიარებთ იმას, რომ ეს უნდა იყოს საერთო პლატფორმა, ეს უნდა იყოს ერთიანი ძალისხმევა. ასევე ვიაზრებთ იმასაც, რომ ძალიან რთული ბრძოლა იქნება, რადგან ხელისუფლება მთელი რესურსით მობილიზაციას შეეცდება, მაგრამ ნამდვილად დასაფასებელია ბატონი ბადრის ეს გადაწყვეტილება. ერთობლივი ძალისხმევით გავაკეთებთ მაქსიმალურს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ჯაფარიძე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ლელომ გუშინ, მას შემდეგ დაასახელეს, რაც "ოცნების" პარლამენტმა მას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.
დღეს მთელი დღის განმავლობაში ოპოზიციურ პარტიებში შიდაკონსულტაციები მიმდინარეობს, დაუჭერენ თუ არა მხარს ჯაფარიძეს და წარსდგება თუ არა ოპოზიცია ერთიანი შუალედური არჩევნებისთვის. სხვა პარტიების გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია.