15 მილიონი აქციების დარბევისთვის. მთავრობის სპეციალური განკარგულება ყველაფერს ნათელს ხდის. ოფიციალურ დოკუმენტში პირდაპირ წერია: განსაკუთრებული სირთულის დავალებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისთვის.
სწორედ ამ ფორმულირებით წაახალისეს სპეცრაზმელები მთავრობის სარეზერვო ფონდიდან. დავალებაში კი აქციების დაშლა იგულისხმება, "სანიმუშოში" - ძალადობრივი დარბევა.
არასამთავრობო სექტორიც და ოპოზიციაც დარწმუნებული არიან, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ამ გზით მოძალადე სამართალდამცავების ერთგულებას ახალისებს და პოლიტიკური დავალებების შესრულებაზე გადასულ პოლიციას კრიმინალთან საბრძოლველად რესურსი აღარ რჩება.
იხილეთ ასევე: