სპორტზე მასშტაბური შეტევა გრძელდება, ფეხბურთის, ჭიდაობის და რაგბის შემდეგ, ხელისუფლებამ მის დაქვემდებარებაში მყოფი კიდევ ერთი და მრავალრიცხოვანი, კარატის ფედერაცია სრულ კონტროლს დაუქვემდებარა.
ფედერაციის უკვე ყოფილ პრეზიდენტს, კახა ბასილიას თანამდებობა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის უშუალო ჩარევით დაატოვებინეს.
ახლა ფედერაცია ახალი ხელმძღვანელის მოლოდინშია, რომელიც დიდი ალბათობით ისევ "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირებიდან შეირჩევა.