"მტერს დავანახებთ, რომ სანამ ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრება, კარგად უნდა დაფიქრდეს" | ვეტერანი სამხედროები უკრაინის დასაცავად ერთიანდებიან

გამოქვეყნდა:

უკრაინის მოქმედ სამხედროებთან ერთად, ქვეყნის დასაცავად მზაობას ვეტერანი სამხედროებიც გამოთქვამენ. ბევრმა მათგანმა უკვე ჩამოაყალიბა მოხალისეთა ბატალიონი, რომლებიც შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციით, მოქალაქეების გადამზადებასა და მათი თავდაცვისუნარიანობის გაზრდას ახდენენ. 

რამდენიმე ვეტერანმა სამხედრომ დღესაც გამოთქვა სურვილი, რომ ხელისუფლების თანხმობის შემთხვევაში, ისინი მზად არიან, მოხალისე სამხედროები მოამზადონ და გადაამზადონ. 

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხალისეების ძალა გავაძლიეროთ. ჩვენ ომშიც ვმონაწილეობდით და 2014 წელს უკრაინსი არმიას კრემლის აგრესიის შეჩერებაში ვეხმარებოდით. ვიყავით მაიდანზეც. 16 თებერვალი უკრაინის ერთიანობის დღეა, მტერს დავანახებთ, რომ სანამ ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრება, კარგად უნდა დაფიქრდეს", - ამბობს ვეტერანი სამხედრო, ანტონი ბონდარენკო.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი