
"ქართული ოცნების" დეპუტატი, დავით სერგეენკო აღიარებს, რომ დეპუტატ ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტა "ნახევრად პოლიტიკური" გადაწყვეტილება იყო.
რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჯაფარიძის მიერ ბრალის აღიარების შემთხვევაში, მმართველი გუნდი სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა, სერგეენკოს თქმით, ეს გარემოება პირადად მასზე გავლენას არ იქონიებდა.
"რა თქმა უნდა, ეს ნახევრად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან პარლამენტი მსჯელობს ამაზე, შეწყვეტა-არშეწყვეტაზე და არ არის სუფთა სამართლებრივი გადაწყვეტილება. რთულია, რომ გიპასუხოთ. ნახევარი პოლიტიკაა ამ გადაწყვეტილებებში და ნახევარი სამართლებრივი.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ამ გადაწყვეტილების მიღების დროს მომესმინა არგუმენტები, სასამართლოს გადაწყვეტილება და ასე შემდეგ. რაც შეეხება აღიარება-არაღიარებას, მე ალბათ ამის მიხედვით არ შევცვლიდი გადაწყვეტილებას", - თქვა დავით სერგეენკომ.
ამავე თემაზე: