ექიმებს უჭირთ გადაწყვეტა, გაუკეთონ თუ არა ოპერაცია ვლადიმერ ჟირინოვსკის - ამის შესახებ ინფორმაცია ტელეგრამის არხებში ვრცელდება.
სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახლა ექიმები ოპერაციის გაკეთების შესაძლებლობას განიხილავენ, თუმცა ამას ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა უშლის ხელს.
ბოლო დღეებში, ჟირინოვსკის ჯანმრთელობის გაუმჯობესება შეინიშნება, თუმცა მიუხედავად ამისა, არ იციან გადაიტანს თუ არა რუსი პოლიტიკოსი ოპერაციას. გარდა ამისა, ექიმები ჟირინოვსკის მდგომარეობას კვირის დასაწყისში სტაბილურად მძიმედ აფასებდნენ.
ცნობისთვის, 2 თებერვალს ვლადიმერ ჟირინოვსკი ცენტრალურ საავადმყოფოში კორონავირუსის გამო გადაიყვანეს.
ამავე თემაზე: