"კატეგორიულად უარვყოფთ რუსულ პროპაგანდისტულ ცნობებს" - კულება დონბასზე 

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრი კულება ოკუპირებულ დონბასზე გავრცელებულ რუსულ პროპაგანდისტულ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ უკრაინა შეტევით ოპერაციების არ ახორციელებს. 

კულება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის კრიზისის მოგვარების დიპლომატიური გზა უალტერნატივოა. 

 "ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ რუსულ პროპაგანდისტულ ცნობებს უკრაინის სავარაუდო შეტევითი ოპერაციების, ან ქიმიურ მრეწველობაში რაიმე დივერსიის შესახებ. უკრაინა არ ახორციელებს და არც გეგმავს მსგავს ქმედებებს დონბასში. ჩვენ სრულად ვართ მოწოდებული საკითხის წმინდა დიპლომატიური გზებით მოგვარებისკენ",- წერს კულება 

დონბასში სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა 17 თებერვლიდან. პრორუსი სეპარატისული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და დეზინფორმაცია. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი