პესკოვის მტკიცებით, არ იცის, იყო თუ არა შეთანხმებული რუსეთთან, ოკუპირებული დონეცკიდან ევაკუაცია 

გამოქვეყნდა:

კრემლში ამტკიცებენ, რომ არაფერი იცოდნენ ოკუპირებულ დონეცკში გამოცხადებულ ევაკუაციასთან დაკავშირებით. რუსულ მედიასთან საუბარში პრესსპიკერი პესკოვი აცხადებს, რომ არაფერი იცის პუშილინის ბრძანების შესახებ და არ პასუხობს შეკითხვას, მიიღებს თუ არა რუსეთი დონეცკის მცხოვრებლებს -„არ ვიცი, ვის დაუკავშირდნენ, არ მაქვს ინფორმაცია“, - ამბობს პესკოვი რუსულ მედიასთან.

​შეგახსენებთ, სეპარატისტების ლიდერმა ოკუპირებული დონეცკიდან რუსეთის მიმართულებით მასობრივი და ორგანიზებული ევაკუაცია გამოაცხადა. ქალაქში ისმის სირენების ხმაც. ბანკომატებთან კი მოსახლეობის რიგები დგას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი