"მთელი სიცოცხლე ვინანებ" | დოპინგის გამო, დიდმა ბრიტანეთმა ოლიმპიური მედალი დაკარგა

გამოქვეყნდა:

დიდმა ბრიტანეთმა, დოპინგის დარღვევის გამო, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მედალი დაკარგა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, დიდ ბრიტანეთს ჩამოართვეს ვერცხლის მედალი, რომელიც ბრიტანელმა სპორტსმენმა, სი ჯეი უჟამ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე 4x100 მ ესტაფეტაზე მოიპოვა. ორ აკრძალულ ნივთიერებაზე ტესტირების შემდეგ, 6 აგვისტოს სპორტსმენს დოპინგის დარღვევა დაუდგინეს. 

27 წლის სპორტსმენი ამბობს, რომ მან "გაუცნობიერებლად მოიხმარა დაბინძურებული ნივთიერება" და ეს არის სიტუაცია, რომელსაც "მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინანებს".

"მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს თანაგუნდელებს, მათს ოჯახებს და მხარდამჭერ გუნდებს იმ გავლენისთვის, რაც მათზე იქონია. ვწუხვარ, რომ ეს სიტუაცია ჩემს თანაგუნდელებს მედლები დაუჯდათ, რომლებზეც ისინი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ და რასაც ისინი ნამდვილად იმსახურებდნენ",- თქვა სი ჯეი უჟამ.

​გამოცემის ცნობით, ვერცხლის დაკარგვა ნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთის მედლების რაოდენობა ტოკიოს თამაშებზე 64-მდე შემცირდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი