"შედგა შეთანხმება, რომ ლავროვი და ბლინკენი 24 თებერვალს, ევროპაში, ერთმანეთს შეხვდებიან" - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს.
"ჯერ ისევ არ არის გვიანი, რომ მოლაპარაკების მაგიდას დავუბრუნდეთ. გუშინ ღამით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვსა და სახელმწიფო მდივანს, ბლინკენს შორის შეთანხმება შედგა, რომ ისინი ევროპაში, 24 თებერვალს შეხვდებიან, მაგრამ თუ რუსეთი სამხედრო ესკალაციას მოახდენს ამ თარიღამდე, მაშინ ნათელი იქნება, რომ მათ დიპლომატიას კარები მიუჯახუნეს და რომ მათ, ომი აირჩიეს, რისთვისაც ისინი დიდ ფასს გადაიხდიან," - განაცხადა ბაიდენმა.
იხილეთ ასევე: