
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო დონეცკის მოსახლეობას მოუწოდებს, არ დატოვონ სახლები და არ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რადგან რუსულმა სპეცსამსახურებმა სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები დანაღმეს - ინფორმაცია უწყებამ Twitter-ზე გაავრცელა.
ამასთან, თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინის სამხედრო დაზვერვას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დანაღმულია რამდენიმე სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტი დონეცკში, მათი შემდგომი აფეთქების მიზნით.
ცნობისთვის, ოკუპირებული დონეცკიდან ევაკუირებული მოსახლეობის პირველი ნაწილი როსტოვში გუშინ ღამე გადაიყვანეს . არსებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიებს ძირითადად ქალები, ბავშვები და მოხუცები ტოვებენ. დონეცკის სახალხო მილიციის წარმომადგენელმა, ედუარდ ბასურინმა აღნიშნა, რომ 700 000 მოქალაქის ევაკუაცია იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 18 თებერვალს დონეცკში, სეპარატისტების ლიდერმა მოსახლეობის მასშტაბური ევაკუაცია გამოაცხადა რუსეთის ფედერაციის მიმართულებით.
ამავე თემაზე: