კასპში "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე ძალადობასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორმა მოკვლევა დაიწყო

გამოქვეყნდა:

კასპში მომხდარ ინციდენტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სწავლობს - ლონდა თოლორაიას უწყების თანამშრომლებმა მოკვლევა უკვე დაიწყეს და გამოკითხვაზე დაიბარეს მედიის წარმომადგენლებიც.

გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა ფორმით გადაამეტეს სამართალდამცველებმა უფლებამოსილებას, რის გამოც კრიტიკულ მედიას და განსაკუთრებით "მთავარ არხს" ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეეშალა.

საქმეს სწავლობს სახალხო დამცველის აპარატიც.

ჟურნალისტები და ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები პოლიციისა და "ოცნების" დეპუტატების სამიზნედ გუშინ, იმ დროს იქცნენ, როდესაც საკრებულოს სხდომაზე 83 ათას ლარად შეფასებული ახალი ჯიპის შეძენის საკითხი და თავმჯდომარის დიპლომის სკანდალი განიხილებოდა.

პოლიცია და "ოცნება" ორკესტრირებულად მოქმედებდა, რომ მედიას სხდომაზე მიმდინარე მოვლენები პირდაპირ ეთერში არ გაეშუქებინა. სამართალდამცველებმა ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს, ძალადობაში მონაწილეობას იღებდნენ დეპუტატებიც.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი