ჩვენი ვალდებულებაა, ვაკეთოთ ყველაფერი, რაც მიხეილ სააკაშვილის ტყვეობაში ყოფნის ვადებს შეამცირებს - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

დღეს, როცა მთელი მსოფლიო დაზაფრულია და მოლოდინშია პუტინის ახალი, სახიფათო სამხედრო აგრესიის ტალღის, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქ (რუსთავის ციხეში) ტყვეობაში არის აყვანილი პუტინის პირადი მტერი. პუტინისთვის მტერი არის ნებისმიერი თავისუფალი ქვეყანა, განვითარების და დასავლეთის გზაზე დამდგარი. ასეთი ქვეყანაა დღეს უკრაინა და იმიტომაც ხდება ის, რაც ხდება. ასეთი სახელმწიფო ვიყავით წლების განმავლობაში და იმიტომაც ხდებოდა ის, რაც ხდებოდა, მიუხედავად განვითარებისა დიდი და რეფორმებისა, რომელსაც ატარებდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება, რუსეთი ჩასაფრებული მზაკვრული გეგმები იყო მუხრუჭი. რომ არა ის ბოროტი ძალა, ქვეყანა სხვა განვითარების დონეზე იქნებოდა. ამას ბიძინა ივანიშვილიც კი, როგორც მსახური რუსეთის ფედერაციის, ვერ მოსპობდა. ჩვენი ვალდებულებაა ადამიანური, მეგობრული, პოლიტიკური, რომ ვიყოთ სხვადასხვა ადგილებში ძალიან ხშირად, ვაკეთოთ ყველაფერი, რაც შეამცირებს ვადას მიხეილ სააკაშვილის ტყვეობაში ყოფნის.

​თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ რუსთავის ციხესთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სადაც მოქალაქეები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი