აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, რუსმა გენერლებმა უკრაინაში შეჭრის ბრძანება მიიღეს - CBS

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების დაზვერვის ინფორმაციით, რუსმა გენერლებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების ბრძანება მიიღეს. ინფორმაციას CBS News ავრცელებს. მათი ცნობით, რუსი გენერლები ახლა თავდასხმის გეგმას ადგენენ.

CBS-ის ეროვნული უსაფრთხოების კორესპონდენტი დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ რუსი გენერლები აკეთებენ ყველაფერს, რასაც ამერიკელი გენერლები შეჭრის დაწყების ბრძანების მიღების შემდეგ იზამდნენ.

დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 18 თებერვალს, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრება სამიზნე კი ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. უკვე 2 თვეზე მეტია, რაც უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცია განლაგებული. რუსეთი და ბელარუსი კი სამხედრო წვრთნებს, რომელიც 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, ახანგრძლივებენ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი